„ქართული ოცნების“ ლიდერებმა დმანისის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მუზეუმში დმანისში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური მასალაა განთავსებული.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს და მათი აღმოჩენისა და ისტორიული პერიოდის კუთვნილების შესახებ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორისგან მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები