არჩილ თალაკვაძე: “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა

ჩვენ მზად ვართ მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დმანისში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ მიღწევებსა და რეფორმებს გაუსვა ხაზი, რაც “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიაღწია.

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მხარდაჭერისთვის, რომლითაც ჩვენ შევძელით ბევრი რამის გაკეთება ამ წლების განმავლობაში, არსებობს ძალიან მყარი არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება ირჩევს და ენდობა “ქართულ ოცნებას”, რისთვისაც მოქალაქეები მხარს უჭერენ, ჩვენს გუნდს და ეს არგუმენტები უდავოა. “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დაცვა, “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით დაგვეცვა ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება, რომელიც ყველას გახსოვთ, რომ წინა წლებში ძალიან უხეშად იყო დარღვეული. ჩვენმა ხელისუფლებამ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით, შეძლო ეფექტური, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება. რით უკავშირდება ეს ყველაფერი დმანისს? რით უკავშირდება ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქებს და სოფლებს, ჩვენს ოჯახებს? რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული მშვიდობა, სტაბილურობა, ზრუნვა ადამიანზე მისი დაცულობა, სსწორი საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს არის, რაც თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს ჩვენს სახელმწიფოში სჭირდება განვითარებისთვის. ქალაქში, სოფელში და ჩვენს საზოგადოებაში. და ამ წლების განმავლობაში, “ქართულმა ოცნება”, ჩვენმა სახელისფლებო გუნდმა, სწორედ თქვენი მხარდაჭერით შეძლო ამ შედეგების მიღწევა. და ამისთვის გიხდით მადლობას. თუმცა, ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები და გვაქვს პროექტები, რომელიც ბოლომდე არის მისაყვანი. გამოცდილი გუნდით, და იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ ამ წლებში დავაგროვეთ. თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ მზად ვართ მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება. ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას ვთავაზობთ, მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს პროგრესული გეგმა და გვსურს საქმის გაკეთება, სწორედ ამისთვის, როგორც ადრე, მოვედით დღესაც, რათა ჩაგაბაროთ მოკლე ანგარიში და გთხოვოთ მხარდაჭერა, ვინაიდან, ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომლისთვისაც ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები. ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, ეს არის არჩევნები, რომლითაც საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და საკუთარ საზოგადოებას, ისევე როგორც თავის პარტნიორებს უმტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსია დასავლურ ოჯახში, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის. ეს თავისთავად ნიშნავს უკეთეს ეკონომიკას ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთეს განათლებას ჩვენი შვილებისთვის და უკეთეს პირობებს ჩვენი საზოგადოების ხანდაზმული წევრებისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მოვედით თქვენთან, დმანისში, ისევე, როგორც მივალთ საქართველოს ყველა კუთხეში, ბევრ სოფელსა და ქალაქში, რათა შევხვდეთ ჩვენს მოქალაქეებს, განვამტკიცოთ ნდობა, და ერთად ავიღოთ ახალი პირობები მომავალთან დაკავშირებით.
მე მინდა, ასევე გამოვთვქვა ჩემი ძლიერი მხარადაჭერა, ჩემი მეგობრის, ჩემი კოლეგის, ბატონი გოგი მეშველიანის მიმართ. ეს არის ძალიან წესიერი საჯარო მოხელე, პროგრესული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც უკვე წლების განმავლობაში საქმიანობს პარლამენტში და ამავე დროს, ის რჩება ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის უშუალო მოკავშირედ და პარტნიორად, თითოეული თქვენგანის ხმად პარლამენტში. მან წარმატებით იმუშავა ოლქში, სადაც აირჩიეს და წარმატებით იმუშავებს ახლაც, როდესაც თქვენი მხარდაჭერა ექნება. ურთულეს დღეებში, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, ამ მხარეშიც იყო ჩაკეტილი პანდემიის გამო რაიონები. გოგი იყო ის ადამიანი, რომელიც ბოლო დღემდე, სანამ არ გაიხსნა სოფელი და რაიონი, რჩებოდა საკუთარ ხალხთან, რჩებოდა იმ სოფლებში და იმ ქალაქში, რომელმაც ის აირჩია. სანამ ყველა საკითხი ბოლომდე არ ამოიწურა, სანამ არ აღდგა მიმოსვლა, სანამ არ გაიხსნა პროდუქციის გატანა და არ მოწესრიგდა ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა საკითხები, რომელიც იმ სოფელში და რაიონში იყო, გოგი რჩებოდა ბოლომდე თავის ხალხთან. სწორედ ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორი ადამიანია არის ეს და რატომ იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას არის ეს. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმ ბევრთაგან, რომელზეც მე შემიძლია გესაუბროთ. მე მინდა ძალიან მკაფიოდ გითხრათ, რატომ უნდა აირჩიოთ და რატომ გთხოვთ, რომ აირჩიოთ გოგი მეშველიანი. მას აქვს გამოცდილება როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის. მას აქვს კონტაქტები, მას აქვს უშუალო კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობები მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან და ასევე აქვს საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ გოგი მეშველიანი ყველაზე და სხვებზე უკეთ მოახერხებს თქვენთვის საჭირო პროექტების, საჭირო საკითხების გადაწყვეტას, მათ მიტანას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე, იმ პრობლემების გადაჭრას საკანონმდებლო ცვლილებების გზით, რომელიც ამ საზოგადოებას, დმანისს და მთელს საქართველოს სჭირდება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავუწიო მას რეკომენდაცია და დავახასიათო ის, როგორც ძალიან კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და პროგრესული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის. ერთად საქართველოს წარმატებისთვის, ერთად დმანისის წარმატებისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები