გორში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა. კორჩაშვილის განცხადებით, დაინფიცირებული პირი ახალგაზრდა ქალია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ გიდასტურებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშატბით გვაქვს კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა. დაინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ბოლო დღეების განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დაინფიცირების წყარო- ოჯახის წევრია, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა“ – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი კლინიკა „გორმედის” ქსელის 28 წლის ექთანსაც დაუდგინდა, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.