მარტვილის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ტეხურაზე არსებული საცალფეხო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ღირებულებამ 4454 ლარი შეადგინა. სამუშაოები ი.მ კაპიტონ კაკულიამ განახორციელა.
ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 36 722 ლარი შეადგინა. სამუშაოები ი.მ კაპიტონ კაკულიამ განახორციელა.
მერმა ასევე დაათვალიერა სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ვახას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 900 მეტრი ცემენტბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 874 349 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს. ვახას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.