კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის მთავარი ამოცანაა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა
ჩვენი ხელისუფლებისა და ხალიხს მთავარი ამოცანაა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დმანისში, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონს და კერძოდ, დმანისს დიდი პოტენციალი აქვს და მისი განვითარებისთვის ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს.
,,დღეს ქართული ოცნება პოლიტიკური გუნდით დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს. ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც საქართველოს უძველეი საუნჯეა.
სწორედ დმანისში იქნა აღმოჩენილი უძველესი ადამიანების ნეშტები, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ. ჩვენი ხელისუფლებისა და ხალიხს მთავარი ამოცანაა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება ერთიანი ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები ექნება, როგორც ქალაქში ასევე სოფლებში. ამის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ” თქვენთან ერთად მოიტანა. გვჭირდება ძლიერი ეკონომიკა, რასაც ჩვენმა გუნდმა მყარი საფუძველი ჩაუყარა, ჩვენ გვჭირდება განათლებული და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რისათვისაც ქართულმა ოცნებამ ბიუჯეტის მეოთხედი გამოყო. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი განათლება და ეკონომიკაა. დარწმუნებული ვარ ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულო მუნიციპალიტეტის მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ ყველა დმანისელი ერთიანია იმაში, რომ ამ შვენიერ მხარეს პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის განხორციელება ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. დარწმუნებული ვარ დმანისის და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს მომდევნო წლების განმავლობაში ერთად ავაშენებთ. ერთად ვიზეიმებთ საქართველოს წარმატებას”,- განაცხადა კახა კალაძე,
ცნობისთვის, წალკის, დმანისის და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი მმართველი გუნდის ლიდერებმა დღეს უკვე წარუდგინეს წალკის მოსახლეობას.