გოგი მეშველიანი: წარმოვადგენ ძალიან დიდ და ძლიერ გუნდს, რომელსაც ბევრი სასიკეთო საქმე აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული

“ქართული ოცნების“ გუნდს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული თითოეული ჩვენი რეგიონისთვის, მათ შორის დმანისისთვის – ამის შესახებ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა დმანისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

“ქართული ოცნების” კანდიდატის თქმით, დმანისში რჩება გამოწვევები, რომელსაც მისი არჩევის შემთხვევაში, უახლოესი 4 წლის განმავლობაში სახელისუფლო გუნდისა და მოსახლეობის მხარდაჭერით გაუმკლავდება.

„დმანისი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი კარიბჭე. ძალიან დიდი ისტორია და კულტურაა თავმოყრილი. დმანისის ნაქალაქარში რამდენიმე აღსარების ისტორიული- რელიგიური ძეგლია თავმოყრილი და ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ აქ არის ძალიან დიდი თანაცხოვრების ისტორია და ეს ყველაფერი არის ნიმუში იმისა თუ როგორც ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის და აღმსარებლობის ადამიანები და ამ ყველაფერს დღესაც უნდა გაგრძელება, განვითარება, რამაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ჩვენი ქვეყნის მომავალ წარმატებას.
„ ქართული ოცნების“ გუნდს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული თითოეული ჩვენი რეგიონისთვის, მათ შორის დმანისისთვის. ბატონმა გიორგი გახარიამ აქ აღნიშნა, რომ ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ კანონი მთის შესახებ, რომელიც იყო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ერთობლივი შრომის შედეგი და ამ კანონის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტს სრულად მიენიჭა მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი. ბოლო ცხრა დასახლებული პუნქტი, რომელსაც არ ჰქონდა ეს სტატუსი, ამ კანონის მიღების შემდეგ ისარგებლებს ყველა იმ შეღავათით და ბენეფიტით, რომელიც გათვალისწინებულია და დამეთანხმებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა იმისათვის, რომ აქ მცხოვრებმა ადამიანმა წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება და მოღვაწეობა.
დმანისში ძალიან ბევრი მიმართულებით დაფინანსდა სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებიდან მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით,  ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი საქმეა გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს კიდევ სამუშაო და გადასწყვეტი და მე გპირდებით, რომ 2020- 2024 წელი იქნება განსაკუთრებული მუნიციპალიტეტისთვის და მე გპირდებით ამას იმიტომ, რომ წარმოვადგენ ძალიან დიდ და ძლიერ გუნდს, რომელსაც ბევრი სასიკეთო საქმე აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული, ამ მუნიციპალიტეტისთვის გაკეთებული, ჩვენი რეგიონისთვის გაკეთებული და კიდევ ძალიან ბევრს გავაკეთებთ. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ აქ ახალგაზრდებს შევუწყოთ ხელი. ის კულტურული ტრადიციები, რომელიც დმანისს ყოველთვის ახასიათებდა კიდევ უფრო განვავითაროთ და ვიმუშაოთ სპორტის განვითარების მიმართულებით და ადგილობრივ სპორტსმენებს კიდევ უფრო მეტად ჰქონდეთ თავის წარმოჩენის საშუალება.
ძალიან აქტუალურია დმანისში სასოფლო – სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობის საკითხი და ამ მიმართულებითაც ჩვენ, თქვენ იცით ყველამ, რომ დაწყებულია სისტემური რეგისტრაცია მიწის და ბატონი პრემიერ-მინისტრისგან ვიცი, რომ უახლოეს სამ წელიწადში ეს საკითხი სიღრმისეულად გადაწყდება და რა თქმა უნდა ეს შეეხება დმანისსაც და ყველა იმ პრობლემას, რომელსაც ჩვენი ფერმერები აწყდებიან იქნება საბოლოოდ აღმოფხვრილი და გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა ეს ის საკითხებია, რომელზეც ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს ყველას ერთად. მე ამ გამოწვევების მისაღებათ მზად ვარ. ეს არის ის ნიშა, რომელზეც მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ არ მაშინებს იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობდი და უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გპირდებით, რომ დავიხარჯები ბოლომდე რომ დმანისი იყოს ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მუნიციპალიტეტი. მე მჯერა იმის, რომ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებს ქვეყნისათვის და დმანისისათვის. უღრმესი მადლოაბა ყველას“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები