თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 1000-ზე მეტმა პირმა მიიღო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელისგან თურქეთში გადასვლის მსურველთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობის და საზღვარზე გადასულთა რაოდენობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 1000-ზე მეტმა პირმა მიიღო. რეგისტრაციის და მოქალაქეთა უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა.
გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე გაიარეს. ნებართვის მიმღებ პირებს თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებები, შვიდი დღის განმავლობაში, აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ეგზავნებათ.
აჭარის დასაქმების სააგენტო ახორციელებს მოქალაქეების დახმარებას რეგისტრაციის და ყველა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს სამი თვის ვადით შეუძლიათ გამგზავრება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები