ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

“ქართული ოცნების” ახმეტა-თელავი -ყვარელი- ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ კონდოლიდან დაიწყო.
ქადაგიშვილის მხარის რწმუნებულის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, სოფელ კონდოლში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ინფრასტრუქტურა და ქადაგიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს ფინანსური რესურსი გამოუყო, რის შემდეგაც  დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები დაიწყო.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობა მმართველი გუნდისგან მხარდაჭერას, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში იგრძნობს, იქნება ეს ინფრასტრუქტირული თუ სოფლის მეურნეობის კუთხით.

“მოსახლეობას კიდევ ერთხელ ავუხსენი იმ პოლიტიკის აუცილებლობა, ყველამ რომ გაიზიაროს, რომ მოხდეს იმ პროდუქტებით სარგებლობა, რასაც სახელმწიფო იძლევა დაზღვევის კუთხით. რა თქმა უნდა არიან ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში არიან, ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ მათ დახმარებას, არც ერთი ადამიანიბარ დარჩა ისეთი ვისაც სახლი არ გადაეხურა, ყველა უნდა ჩაჯდეს დაზღვევის პროგრამაში, რ სტიქიისგან არავინაა დაზღვეული . რა თქმა უნდა გარკვეული ოპოზიციური ძალები ცდილობენ რომ ასეთი ადამიანების მეშვეობით სპეკულავია გაწიონ, მაგრამ ადამიანებსაც კარგად ესმით ის, რომ სპეკულაციის ფასი ძვირი არ არის და ეს მხოლოდ და მხოლოდ წინა საარჩევნო მანიპულირებაა”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში 15 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად, სოფელი კონდოლი ყველაზე მეტად დაზარალდა და სტიქიამ 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა.

სოფელ კონდოლის მაცხოვრებლების განცხადებით, ადგილობრივი მთავრობა მათ პრობლემებს ურეაგიროდ არ ტოვებს და იმედი აქვთ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ დრომდე არ მოგვარებულა, უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას დღეს, თელავის მოსახლეობასთანაც გამართავს.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილი ინტენსიურ რეჟიმში შეხვდება თავის საარჩევნო ოლქში შემავალი თითოეული სოფლისა და ქალაქის მცხოვრებლებს, მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოსმენის მიზნით და მოსახლეობას თავის სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები