გოგი მეშველიანი: ერთად გავიმარჯვებთ მეგობრებო ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ მეგობრებო ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის – ამის შესახებ წალკის, დმანისის და ბოლნისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა წალკაში განაცხადა. მეშველიანმა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომელიც რეგიონში განხორციელდა და სამომავლო გამოწვევებსაც გაუსვა ხაზი.
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერებს ნდობისთვის. აქ, წალკაში მობრძანებისთვის და ტკბილი სიტყვებისთვის.
წალკის მრავალეთნიკური საზოგადოება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, ამ საზოგადოებას მრავალწლიანი ერთად ცხოვრების გამოცდილება აქვს. ის ისტორიული ძეგლები, რომელიც წალკაში გვხვდება მრავალეთნიკური, მრავალპროფესიული ისტორიის, სწორედ არის იმის ნიშანი, რომ ამ საზოგადოებას შეუძლია ერთად ცხოვრება, ერთად საქმის კეთება და პლუს ამას, ეს ტურისტული ძეგლები ადგილობრივი ლანდშაფტის და ჰავის გათვალისწინებით, უნდა გახდეს ტურისტების მიზიდულობის განსაკუთრებული ობიექტი და დამატებითი შემოსავლების წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება. აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ნახავდით უნიკალურ სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წალკას აქცევს ჩვენი რეგიონის ტურისტულ მარგალიტად. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, როგორც ჩვენმა მეგობრებმა აღნიშნეს, თითოეულ ადამიანზე ზრუნვა და ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება ყველა რეგიონში. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება წალკაში განააკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ბევრი კეთდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
ახლა ჩვენ, სადაც ვსაუბრობთ აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში მიმდინარეობს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა და ამასთან ერთად წალკის ათი სოფლის გაზიფიცირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ცივი ზამთრის გათვალისწინებით და მე ვფიქრობ, ამ პროექტის განვითარება წალკაში ძალიან ბევრ ადამიანს დააბრუნებს და აქ ცხოვრება გახდება განსაკუთრებით მიმზიდველი. 25 მილიონ ლარზე მეტია ბოლო წლებში, საგზაო ინფრასტრუქტურაში, სახელმწიფო მნიშვნელობის გზებში ინვესტირებული. შვიდნახევარ მილიონ ლარზე მეტია ადგილობრივი მნიშვნელობის გზებში ინვესტირებული და ხუთ მილიონ ლარზე მეტია წყლის სისტემის მოწესრიგებაში. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს და ადგილობრივ საზოგადოებასთან გვქონდა კომუნიკაცია. ძალიან აწუხებთ ადგილობრივ მიწის რესურსთან წვდომის საკითხი. მისი სარგებლობის საკითხი. ძალიან ბევრი სამართლებრივი თემა არის დაგროვილი, რომლის გადაწყვეტაშიც მე ჩვენს გუნდთან ერთად აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. ყველა ამ საკითხის გადაწყვეტას მთელი სახელისუფლებო გუნდის აქტიური ჩართულობა სჭორდება და მე დაუღალავად ვიშრომებ იმისათვის, რომ ყველა ეს საკითხი, რომელიც არის ჩანიშნული თვითმართველობასთან ერთად, იყოს ძალიან მოკლე ვადებში და რაც მთავარია სამართლიანად გადაწყვეტილი. ჩვენ ერთად გავარჯვებთ მეგობრებო ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის”,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
შეგახსენებთ, წალკაში მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” წალკის დმანისის და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს.