გიორგი გახარია: გიორგი ანწუხელიძე თავდადების უმაღლესი მაგალითია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნისთვის აგვისტო მძიმე თვეა. პრემიერმა, წალკაში, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის წარდგენისას სიტყვით გამოსვლის დროს, წუთიერი დუმილით გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას მიაგო პატივი.
„საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა დღეს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ. ეს ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აჩვენა, გმირობის უმაღლესი მაგალითი, თავდადების და სიცოცხლის თავგანწირვის უმაღლესი მაგალითი. ჩვენ ვალდებულები ვართ, ისე გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა, რომ ასეთი თვითგანწირვა არცერთ ქართველს მომავალში არ დასჭირდეს და ჩვენ ისე გავამთლიანოთ და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომ მოგვიწიოს მხოლოდ შრომა. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი“, – განაცხადა გახარიამ.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემით მოკლეს. სატელეფონო ვიდეოჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.
ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა. ის დაჯილდოებულია, ასევე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული
ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია და გორში ის ქუჩა, სადაც ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები