კალაძე: არ გვეშინია პრობლემების, რადგან კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში

2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად მოვიდა და მოძალადე ხელისუფლებას, ჩვენი ქვეყანა ხელიდან გამოვსტაცეთ. ჩვენ ერთად შევძელით და დავამკვიდრეთ მშვიდობა და სტაბილურობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ წალკაში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კალაძის თქმით, წალკა ეთნიკურად მრავალფეროვანი დასახლებული მუნიციპალიტეტია, სადაც მშრომელი ხალხი ცხოვრობს.
„წალკა ეთნიკურად მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია, აქ მეგობრულად თანაცხოვრობენ სხვადასხვა წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები და ყველას აერთიანებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, წალკელები საოცრად მშრომელი ხალხი ხართ. ამას ზუსტად ეს დამუშავებული ნაყოფიერი ველები და მაღალგანვითარებული მესაქონლეობის კულტურაც მოწმობს. ამ მკაცრ კლიმატურ პირობებში შრომას კი, სახელმწიფოსთან ხელისუფლების თანადგომა, მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახის წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად სცოდნა სჭირდება. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ადამიანი, რომელიც გაატარებს და დაიცავს თქვენი მუნიციალიტეტის, აქ მცხოვრები ადამიანების ინტერსებს“, – განაცხადა კალაძე.
კალაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა 2012 წლიდან მოქალაქეების კეთილდღეობაზე მორგებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელიც მისი თქმით უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, განხორციელებულ პროექტებზე, პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჯანდაცვის, განათლების მიმართულებით, თუმცა ყველა ვთანმხდებით იმაზე, რომ ასევე ბევრია გამოწვევები. არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. ჩვენ, რა თქმა უნდა არ გვეშიანია ამ პრობლემების, იმიტომ რომ კარგად ვიცით და კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში. როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები და აქაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ, ერთიანობა და ერთად დგომა, როგორც ეს მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და გრძელდებოდა ყველა არჩევნებზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები