რუსთავში ველოსიპედების მაღაზია გაქურდეს

რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე არსებული ველოსიპედების მაღაზია სამმა არასრულწლოვანმა გაქურდა. სამივე მათგანი პოლიციამ უკვე ამხილა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გატანილი ნივთები და თანხა უკვე ამოღებულია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები