თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი-ფეხბურთში ტურნირები გრძელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი-ფეხბურთში ტურნირები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი ქ. თერჯოლის პირველობისათვის გამართულ ფინალურ შეხვედრას დაესწრო, გამარჯვებული გუნდი თასით დააჯილდოვა, ასევე ფინალურ შეხვედრაში მონაწილე ორივე გუნდს ფულადი პრიზები გადასცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი მირზა ქოჩიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი გურამ თურქაძე, მერის წარმომადგენელი გაიოზ მარუაშვილი, საკრებულოში თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება, მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას, უბნებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

ქ. თერჯოლის პირველობისათვის გამართულ ტურნირში 5 გუნდი მონაწილეობდა. ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს გუნდები “რავი” და “მერცხალი” დაუპირისპირდნენ, “რავის” გამარჯვებით დასრულდა.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და მონაწილეობას მიიღებენ მინი-ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ასპარეზობაში, რომლის ფინალური შეხვედრები “ღვინის ფესტივალზე” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები