“გორმედის” ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირებული პაციენტი კლინიკა „გორმედის„ ქსელში მომუშავე ექთანია. როგორც „ გორმედის„ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა განაცხადა, დაინფიცირებული 28 წლის ექთანი თვითოლაზიაში იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის, კონტაქტების დასადგენად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
“ჩვენთან დადასტურდა პირველი შემთხვევა მთლიანად „გორმედის„ ქსელში, როდესაც მოგვივიდა დადებითი პასუხი. ეს იყო “ცხელების ცენტრის” ექთანი, რომელიც მუშაობდა იზოლირებულად, მხოლოდ ამ ზონაში. პირველ ტესტირებაზე ჩატარებულმა კვლევებმა უარყოფითი აჩვენა, განმეორებითმა – დადებითი. რჩება ისევ თვითოლაზიაში. დანარჩენები დიტესტებიან.
კონტაქტებს იკვლევენ ეპიდემიოლოგები და დაავადებათა კონტროლი და მოგახსენებთ ცოტა მოგვიანებით. ვინაიდან, დაინფიცირებული პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, შესაბამისად ნაკლებად მგონია კონტაქტები იყოს, თუმცა მიმდინარეობს ეპიდემიულოგიური კვლევა”, – განაცხადა ხათუნა შრუბმა.

ბოლო ორი კვირის მანძილზე, გორის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19 -ით სამი პირი დაინფიცირდა. სამივე მათგანი მედიკოსია, დაინფიცირებული სამედიცინო პაციენტები კლინიკა „გორმედში“ და სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე პერსონალია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები