აჭარაში, ბოლო 24 საათშის განმავლობაში, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, ერთი ქობულეთში ინფიცირებული პირის კონტაქტია. სამი საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი, მეხუთე პაციენტი კი, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრი დატოვა ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სტაციონარში მკურნალობას 25 პაციენტი აგრძელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში PCR ტესტი ჩაუტარდა 927 პირს.
ქობულეთის შემთხვევებიდან კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 მოქალაქე. დამატებით აღებულია 139 პირის ნიმუში, მათ შორის მიმდებარე კაფეების თანამშრომლების, პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება. ამჟამად ჯამში აჭარაში კარანტინში იმყოფება 3014 პირი.