ზუგდიდში კორონავირუსზე 511 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ორი დადებითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 511 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ორი ტეტის პასუხი დადებითია ხოლო დანარჩენი უარყოფითია.
გამოკვლეულ ნიმუშებს შორის 120 ბიოლოგიური მასალა მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო.
კვლევის შედეგების მიხედვით, 509 ნიმუში კოვიდ19-ზე უარყოფითია, ხოლო ახალკორონავირუსზე ორი დადებითი, რუხის კლინიკის პაციენტები არიან. ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევაა ხოლო მეორე მკურნალობის პროცესში შუალედური ტესტირების შედეგი.
ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილ მესტიაში “კოვიდ19”-ის 48 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.