მმართველი გუნდის ლიდერებმა რუსთავში გიორგი ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სახელისუფლებო გუნდის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
4 ჰექტარზე გაშენებული მრავალფუნქციური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტში დაიწყო და უკვე დასრულების ფაზაშია. სკვერის რეაბილიტაციაზე 1 775 000 ლარია გამოყოფილი.
სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპორტული მოედნების, სკეიტპარკის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცის, საბავშვო მოედნის, სველი წერტილის, განათების სისტემისა და ბილიკების მოწყობა.