არჩილ თალაკვაძე: აღვადგენთ პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, მათ შორის რუსთავში

მშვიდობა და სტაბილურობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ რუსთავში, პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაზე წარმატებით შეძლო დაეცვა მშვიდობა და სტაბილურობა.

“ჩვენს მხარდამჭერებს მადლობას გიხდით კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა თქმა უნდა რუსთავთან ერთად ვაპირებთ გამარჯვებას. რა განაპირობებს საზოგადოების ნდობას ჩვენი გუნდის მიმართ და რატომ ირჩევენ მოქალაქეები “ქართულ ოცნებას”?! მინდა ძალიან მოკლედ ჩამოვთვალო რამდენიმე ძირითადი არგუმენტი:
“ქართულმა ოცნებამ” ყველაზე წარმატებით შეძლო დაეცვა მშვიდობა და სტაბილურობა. ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე.
“ქართულმა ოცნებამ” და ხელისუფლებამ თქვენი მხარდაჭერით შეძლო უზრუნველეყო ბიზნესის თავისუფლება და შეძლო პროგრესული საგარეო პოლიტიკის გატარება. გამოცდილი გუნდით და ახალი გეგმებით ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. თქვენთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. განათლების სისტემის რეფორმირება და კერძო სექტორის, სერვისების და მეწარმეების ხელშეწყობაზე.
აღვადგენთ პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. მათ შორის რასაკვირველია რუსთავში.
თქვენთან ერთად და თქვენი უშუალო მონაწილეობით პოლიტიკური გუნდი არ დაუშვებს ქვეყნის დაბრუნებას წარსულში. ჩვენ მთელი ყურადღება გვაქვს მობილიზებული მომავალზე. მხარს ვუჭერ ნინო ლაცაბიძეს, რომელიც არის განათლებული და პროგრესული, წარმატებული ქალი პოლიტიკოსი, ის წლების განმავლობაში უშუალო კომუნიკაციაში იყო საზოგადოებასთან. მას შეუძლია რუსთავისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა და თქვენი საჭიროებების მიტანა ხელისუფლებასთან. დეპუტატის ფუნქციაც სწორედ ეს არის. მისი განათლებით, სამუშაო გამოცდილებით, მოქალაქეებთან პოზიტიური კონტაქტებით ის თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები