“ქართულმა ოცნებამ” რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე დაასახელა. ლაცაბიძე ერთადერთი ქალი კანდიდატია, რომელზეც მმართველმა გუნდმა არჩევანი შეაჩერა. წარდგენის ცერემონია რუსთავის ცენტრალურ პარკში იმართება.
წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებიან.