ახალი ელექტრონული პლატფორმა გორში ოქტომბერში ამუშავდება

გორის მუნიციპალიტეტში ოქტომბრიდან ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება, რომლის გამოყენებით მოქალაქეები და იურიდიული პირები მუნიციპალიტეტიდან მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებენ.
ახალი პროგრამის დანერგვის მიზნით გორის მერიის თანამშრომელთათვის ტრენინგები მიმდინარეობს, რომელსაც ბიზნეს-ანალიტიკოსი ირმა სეხნიაშვილი უძღვება.
ახალი ელექტრონული პლატფორმა პროექტ ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარების’’ ფარგლებში ინერგება.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს.
პროგრამის შექმნა მიზნად ისახავს მმართველობის ერთიანი სტანდარტის შემუშავების გზით ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები