“პაემანი თეატრთან” – ჭიათურაში კონცერტი გაიმართა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის ეზოში, გამოჩენილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის და ახალი თაობის ვირტუოზების – სანდრო ნებიერიძისა და სანდრო გეგეჭკორის კონცერტი -“პაემანი თეატრთან ” გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს.

პიანისტებმა მსმენელს კლასიკური მუსიკის სამყაროში უმასპინძლეს.
შესრულდა მოცარტის, შოპენის,შუბერტის,ლაღიძის და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოები, ასევე იმპროვიზაცია ყანჩელის თემაზე.
საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები