მაშველებმა ურეკში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

 ახალციხელი 22 წლის კაცი, რომელიც 15 აგვისტოს ურეკში, ზღვაში გაუჩინარდა, წუხელ გარდაცვლილი იპოვეს.

“ორ მამაკაცს სჭირდებოდა დახმარება, ერთი გამოვიყვანეთ, მეორეს გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი იყო ჩართული, მონაწილეობდა სპეც ტექნიკა. მამაკაცი წუხელ გვიან ღამით ვიპოვეთ” – განგვიცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, ახალგაზრდა მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ზღვაზე 17 წლის ბიძაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ისინი 15 აგვისტოს ზღვაში შევიდნენ, თუმცა მალევე შველა ითხოვეს. მაშველებმა ერთი მათგანის გადარჩენა შეძლეს, მეორეს პოვნა კი ვერ ხერხდებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები