ლენჯერის თემში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის სასურსათო პროდუქტი დაურიგდა მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებითი, განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს, მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენური საჭიროების ნივთებისა და საკვები პროდუქტის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.

დახმარება გაეწევა ლენჯერის თემში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს. პირადი საჭიროების ჰიგიენური ნივთებს და საკვებ პროდუქტს, ლენჯერის მოსახლეობას, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია ერთობლივად გადასცემს.

,,რაიონში ვერ შევდივართ მოწყვეტილი ვართ ყველაფერს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ეს დახმარება”, აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ადგილობრივები და გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

პროდუქტების დარიგების პროცესში პირადად ჩართულია მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები