სენაკში კერძო სახლი გაძარცვეს – წაღებულია თანხა

სენაკში კერძო სახლი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბიზნესი აქვს. ოჯახი სახლში მასალის შესაძენ ფულს ინახავდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სენაკში მომხდარ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, ამჟამად პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები