“ მესტიაში სულ კორონავირუსის 47 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული” – ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება – ამირან გამყრელიძე

მესტიაში სულ 47 დადებითი შემთხვევა გვაქვს, რომელთა უმრავლესობა გახლავთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ქვეყანაში მოსახლეობის თვითშეგნება გაზრდილია. მათ მიმართეს ლაბორატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს. 47 დადებითი შემთხვევა გვაქვს, რომელთა უმრავლესობა გახლავთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. სიტუაცია სრულად მართვადია”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მანამდე, დილის მონაცემებით ლენჯერის თემიდან, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს უკავშირდება, 47-ია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები