თეთრიწყაროში სახლი დაიწვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დვალთაში სახლი დაიწვა.როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა ცეცხლი ღუმელიდან მოედო სახლს.

“ზუსტად ჯერ არ ვიცით, მაგრამ როგორც ცნობილია, ცეცხლი ღუმელიდან გადავიდა სახლზე, საბედნიეროდ არავინ დაშავდა”, – განაცხადა ადგილობრივმა.

როგორც გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, თეთრიწყროში, სოფელი დვალთაში, ბელეტაჟის ტიპის სახლში იყო ხანძარი. ადგილზე მუშაობდა 2 ეკიპაჟი. ხანძარი ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები