ქობულეთში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 24 საათის განმავლობაში, მოძიებულია კონტაქტები, თუმცა ეპიდკვლევა კვლავ გრძელდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, თუ ბოლო დღეების განმავლობაში კაფე ,,ჰავანაში“ იმყოფებოდნენ მიმართონ შესაბამის დაწესებულებას, რათა ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ქობულეთში, კაფე ,,ჰავანაში“ თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. რომელიც აღნიშნულ კაფეში მუშაობდა.