რუსთავში 8 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსი 8 პირიდან არცერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.

მათი თქმით, “ცხელების ცენტრში” ამ დროისთვის, 2 ახალი პაციენტია მოთავსებული.

“ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ ბიოლოგიურ ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ტესტის პასუხი კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი”, – განაცხადეს “ცხელების ცენტრში”.

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 21ფაქტი გამოვლინდა, მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები