მამაკაცი, რომელიც საკარანტინე სივრცის მე-4 სართულიდან გადახტა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. იგი თურქეთიდან შემოვიდა და საკარანტინე სივრცეში 13 აგვისტოს მოათვსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა აგრესიულობით გამოირჩეოდა, მან დააზიანა სასტუმროს ინვენტარიც. იმავე დღეს სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა. როგორც წყარომ ,,რეგიონულ კვირას” განუცხადა მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ბათუმში ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.