შალვა კერესელიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას სამოქმედო გეგმა გააცნო
მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ერედის, წილკნის, ახალუბნის და სელექციის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას ის გეგმები გააცნო, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდთან ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გნახორციელებს.თავის მხრივ მოსახლეობამ შეხვედრაზე გასულ რვა წელიწადში აღნიშნულ სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა ადგილობრივების თქმით,მოსაგვარებელი პრობლემები მაინც რჩება.ერედის, წილკნის, ახალუბნის და სელექციის დასახლების მოსახლეობა შალვა კერესელიძეს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მხარდაჭერას დაპირდა.
„ამ სოფლებში ძალიან ბევრი პრობლემები გადაიჭრა მათ შორის წყალმომარაგების ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის და განათლების კუთხით.რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები და კულტურის სახლები,თუმცა კვლავ რჩება მოსაგვარებელი საკითხები. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ვჯერდებით იმ მნიშვნელოვან პირველ რიგში გადასაწყვეტ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს“,-განაცხადა შალვა კერესელიძემ.