ზუგდიდში გამოკვლეული 79 ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 15 აგვისტოს მონაცემებით 79 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულ ნიმუშებს შორის 7 ბიოლოგიური მასალა მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო.
ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილ მესტიაში “კოვიდ19”-ის 38 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.