თელავის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად 10-მდე სახლი დაიტბორა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ძლიერი წვიმის შედეგად 10 – მდე სახლი დაიტბორა.

როგორც “რეგიონულ კვირას” სოფლის რწმუნებულმა განუცხადა, სანიაღვრე არხებმა უხვი წყალი ვერ გაატარა, რამაც 10 – მდე ოჯახს სახლები დაუტბორა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანა. რამინ მელიქიშვილის თქმით, მოსახლეობის დახმარება დროულად მოხდა და გვიან ღამემედე სამაშველო ეკიპაჟები წყლის ამოტუმბვის სამუშაობს ახორციელებდნენ.

” ძლიერი წვიმის შედეგად 10 – მდე სახლი დაიტბორა, უხვი ნალექის გამო სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, აღნიშნული პრობლემა აუცილებლად მოგვარდება, რომ მოვარდნილ წყალს სხვა კალაპოტი მიეცეს, რადგან მსგავსი პრობლემები სხვა დროს თავიდან ავიცილოთ”,- განაცხადა რამინ მელიქიშვილმა.

ძლიერი წვიმის შედეგად, ძირითადად,საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები დაიტბორა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები