პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ვინც ქობულეთის კაფე “ჰავანაში” ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, ცხელების კლინიკებს მიმართონ და კორონავირუსზე პისიარ კვლევა ჩაიტარონ.
“ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე “ჰავანა”, ბუნგალო ქობულეთში და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა რომ მაქსიმალურად ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ ცხელების კლინიკებს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ
შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ქობულეთში ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა. მისი ახლო კონტაქტები მოძიებულია და საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანოლები.
დღეის მონაცემებით ბათუმის ცხელების კლინიკაში კორონავირუსზე 19 პირი მკურნალობს.