კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება, ოთხი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცონო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიასთან განაცხადა.
ეზუხბაიას განმარტებით, დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
„ცხრა დადასტურებული შემთხვევა არის მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში, სვანეთში. ოთხი შემთხვევა არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი გახლავთ შემოტანილი და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.