აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. იგი კარანტინში არ იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის დაუდგენელია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც ამავდროულად კოვიდცენტრიცაა, კორონავირუსზე 19 პაციენტი მკურნალობს