ხიდისთავში საბალახოდ გაშვებული 23 პირუტყვიდან 9 დაიღუპა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მინდორში საბალახოდ გაშვებული 23 პირუტყვიდან 9 დაიღუპა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვი მოწამლეს და მინდვრის შესწავლას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, 23 პირუტყვი ცუდად გახდა, მათგან 9-ის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.
დახოცილი საქონელი სპეციალურ ორმოში დაიმარხა.
დაღუპულთა ნიმუშები შესაბამისმა სამსახურმა უკვე აიღო და პასუხები სავარაუდოდ 2 დღეში გახდება ცნობილი.
პირუტყვის დახოცვის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.