ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსზე კვლევა 235 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დაინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში სულ კორონავირუსის 182 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 66 კი – გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები