ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით 10 პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალის „ცხელების ცენრში“ კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით, 10 პაციენტია მოთავსებული, მათგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
„მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაგზავნილია და პასუხებს ველოდებით. პაციენტები „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული“, – განუცხადა “რეგიონულ კვირას“ თეა მიგინეიშვილმა.