თელავში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

თელავში “კოვიდ 19”-თან დაკავშირებით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვულის პერსონალურ გამოფენაზე – სახელწოდებით Colorless Telavi – მისულმა დამთვალიერებელმა ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაღებული დაცარიელებული ქალაქის 40-მდე შავ-თეთრი ნამუშევარი იხილა.

გამოფენას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, ,,ქართული ოცნებიდან,, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ექიმები და ეპიდემიოლოგები დაესწრნენ.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული თელაველი ნინო მაისურაძის ანგარიშზე სრულად გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები