დავით სონღულაშვილი: გურჯაანში ყველაფერი მთავრობის გვერდში დგომით და გურჯაანელების ერთიანობით გაკეთდა

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გურჯაანში წარდგენისას იმ პროექტებზე და მიღწევებზე ისაუბრა, რაც ბოლო წლებში განხორციელდა და, რაც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტში. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის შორის, მეტი ყურადღება მიექცა სოფლის მეურნეობას და განსაკუთრებით დაფასდა გლეხის შრომა, რაც რთველის მიმდინარეობებშიც გამოიხატება.
„თუ აქამდე გურჯაანში რთველს მარტო ერთთვიან პერიოდს ეძახდნენ, როცა ყურძენი იკრიფებოდა, ახლა, ამ პერიოდის განმავლობაში, რთველი ეს არის მოსავლის აღების ზეიმი, რომელიც იწყება მაისიდან, მარწყვის აღების და კრეფის პერიოდიდან და გრძელდება ივნისი-ივლისში ატმით. გვირგვინდება ყურძნის რთველით. ეს იმით მივაღწიეთ, რომ ერთად დავდექით და შევძელით ამ ყველაფრის ერთად კეთება. მუნიციპალიტეტში მგზავრობისას შეამჩნევდით ძალიან ბევრ მშენებარე ობიექტებს, ძალიან ბევრი სკოლები და ბაღები განახლდა. შენდება ტექნოპარკი, ხდება ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, აშენდა ათობით სამაცივრე მეურნეობები, ეს ყველაფერი მთავრობის გვერდში დგომით და გურჯაანელების ერთიანობით, მარტო ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი”,- განაცხადა სონღულაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა გურჯაანში, ახტალის ტერიტორიაზე გაიმართა, წარდგენას „ქართული ოცნების„ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ .

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები