გიორგი გახარია: 2012 წლიდან კახეთის რეგიონში სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებული არის 728 მილიონი ლარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, კახეთის რეგიონში სახელმწიფომ 2012 წლის შემდეგ 728 მილიონი ლარის ინვესტირება მოახდინა. ამის შესახებ პრემიერმა გურჯაანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვს, მთავრობა ყველაფერს აკეთებს გლეხებისა და მეწარმეების დასახმარებლად. გამოსვლის სიტყვაში გიორგი გახარიამ ოკუპაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპაცია არის ის გამოწვევა, რომელიც უმთავრესია. გახარიამ ოკუპაციის გარდა იმ მთავარ  გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ამ დროისთვის, მთავრობისთვის პრიორიტეტია.

“დღეს უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ საქმეზე და მომავალზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსულიც. უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად 28 წლის წინ სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ეს დღე იყო საიდანაც დაიწყო საქართველოს ოკუპაცია. მძიმე თვე გამოდგა თქვენთვის. ჩვენ ამ პროცესში დავდივართ მოსახლეობას ვხვდებით და აგვისტოს ომიც გავიხსენეთ. გავიხსენეთ შინდისის გმირებიც და სამწუხაროდ ოკუპაცია არის ჩვენი გადაულახავი პრობლემა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგემ თაობებს არ დავუტოვოთ და ქვეყანაში, სადაც ადამიანები ჩვენივე ქვეყანაში არიან დევნილები ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. მაგრამ პრობლემა ორი გზით უნდა მოვაგვაროთ მშვიდობით და შრომით. სხვა გზა არ არსებობს.
ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა იმისათვის, რომ ჩვენი ძმებისთვის გავხდეთ კიდევ უფრო მიმზიდველები. არარსებობს ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობა მშვიდობის გარდა. ეს არის ჩვენი ქვაკუთხედი. მაგრამ ამის შემდგომ ჩვენი ყოველდღიური შრომა არის მიზანი იმისთვის რომ თითოეულ ქართულ ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი შრომით არჩინოს ოჯახი. ამისთვის სახელმწიფომ ყველასთვის თანაბარი პირობები უნდა შექმნას და ყველას მიეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში. დღეს, ჩვენ კოლეგებთან ერთად რამოდენიმე ადგილზე ვიყავით, სადაც ორ წელიწადში  შეიქმნეს ინფრასტრუქტურა მაცივრების და გლეხს შეეძლოს თავისი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა. ამ ქვეყანაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ დარჩეს არცერთი კოლტი დაუმუშავებელი მიწა. მაგალითს გეტყვით, დღეის მდგომარეობით, 19 ათასზე კილოზე მეტი ატამი არის ექსპორტირებული ჩვენი ქვეყნიდან რაც არის თითქმის ორჯერ მეტი შარშანდელ მონაცემებზე. კახეთში კი 2012 წელს გადამუშავებული სახით მოყვანილი იყო 52 ათასი ტონა ყურძენი. 2019 წელს კი კახეთში მოყვანილი იყო 278 000 ტონა ყურძენი, 2020 წელს ველოდებით 300 000 ტ ყურძენს. ეს არის კონკრეტული ციფრი და ამ კონკრეტული ციფრების უკან პირველ რიგში არის ფსრმერის შრომა, შემდეგ კი ის პირობები რიმლითაც ჩვენ ვცდილობთ რომ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. სახელმწიფოს აქვს ფუნდამენტური ვალდებულებები, ჩვენს შვილებს მივცეთ ღირსეული, ხარისხიანი განათლება. ამისათვის დავიწყეთ განათლების რეფორმა. ყველა ბავშვი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ გავა სხვა ქვეყნის შვილებთან უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, მან არ უნდა იგრძნოს თავი დაჩაგრულად. ამისათვის, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ეს ვერ იქნება სწრაფი პროცესი მაგრამ დაწყებულია.
მეორე ესაა პენსიონერების წინაშე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ჩვენ მათთვის არამარტო პენსიით უნდა ვიზრუნოთ არამედ სოციალურ მდგომარეობაზეც უნდა ვიზრუნოთ და რა თქმა უნდა ჯანმრთელობაზეც.  ყველაფერი ეს არის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვითაა შესაძლებელი. მართალია, ბევრი გამოწვევები გვაქვს, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ გონივრულობის უმაღლესი დონე. ბევრი რამ არის ინფრასტრუქტურულად გასამართი ქვეყანაში. 2012 წლიდან კახეთის რეგიონში სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებული არის 728 მილიონი ლარი. უამრავი გზა, წყალმომარაგებაა გასაკეთებელი, სკოლები და ბაღები. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დამყარდეს.
ქვეყნის ფინანსური რესურსები შეზღიდულია, აქედან გამომდინარე, გავაგრძელებთ დავეხმაროთ დავეხმაროთ გლეხს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გვერდით დავუდგებით მათ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, დღეს საგარეჯოში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი წარადგინა. წარდგენას “ქართული ოცნების” ლიდერები და სხვა ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები