“მახსოვს, 2012 წელს, როდესაც დედოფლისწყაროში პარტიული შეხვდრა იმართებოდა, როგორ დაგვყვებოდნენ უშიშროების მანქანები” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს სიტყვის და გამოხატვის უფლება შეზღუდული იყო. კალაძემ 2012 წელს, დედოფლისწყაროს ამომრჩეველეთან შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ იმ პერიოდში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ხალხის დაშინება ხდებოდა.

“ყველას კარგად გვახსოვს, რა დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. მახსოვს, 2012 წელს, როდესაც დედოფლისწყაროში პარტიული შეხვდრა იმართებოდა, როგორ დაგვყვებოდნენ უშიშროების მანქანები და აკვირდებოდნენ ჩვენს გადაადგილებას, როგორ აშინებდნენ ხალხს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, კულტურის სახლი სავსე იყო. აი ამ სულისკვეთებით, სიმამაცით, ყველამ ერთად შევძელით გამარჯვება. რა თქმა უნდა, ბრძოლა ჯერ დამთავრებული არ არის. ვხედავთ როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა, სტაბილურობა, შესაბამისად ეს ყველაფერი მიიღწევა არჩევნებით”,- განაცხადა ჯახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები