ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასურსათო მაღაზიის ქურდობაზე პოლიციამ ორი არასრულწლოვანი ამხილა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ცნობისთვის, სასურსათო მაღაზია ბათუმში დღეს დილით გაქურდეს, მაღაზიიდან პროდუქტის გარდა წაღებულია 150 ლარიც.