გიორგი გახარია: ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას აფხაზეთის ომი და სოხუმის დაცემა გაიხსენა. გახარიას თქმით, ქვეყანა დღესაც ოკუპირებულია და ქვეყნისთვის ეს უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს.
„დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმში შეიარაღებული კონნფლიქტი დაიწყო. საერთოდ აგვისტო, მძიმე თვე დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ და ჩვენ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს, ჩვენი ლტოლვილები, დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილებად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ეფექტიანობით, ჩვენი შრომით და მშვიდობიანად , რაც ყველაზე მთავარია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები