“დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში – ალტერნატივა ჩვენ პარტიას დღეს ქვეყანაში არ ჰყავს” – ირაკლი ღარიბაშვილი
„მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, აბსოლუტურად საღად უყურებს და პასუხისმგებლობით ამ არჩევნებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ღრმად დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს პარტიას, დღეს ქვეყანაში არ ჰყავს“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, სონღულაშვილი კრეატიული იდეებით გამორჩეული წევრია, რომელიც კახეთის რეგიონის მოსახლეობის ინტერესებს საუკეთესოდ დაიცავს საქართველოს პარლამენტში.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრი მონაპოვარი 2012 წლის შემდეგ, ესაა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება.
„2008 წლის აგვისტოს მოვლენები, ჩვენ გვახსენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენმა ყოფილმა უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ის უბედურება და ნგრევა, დესტაბილიზაცია, რომელიც მოიტანა აგვისტოს ომმა. შედეგად ჩვენ მივიღეთ ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ამას გარდა კოდორი, ახალგორი და მივიღეთ დამატებით 25 000-ზე მეტი დევნილი, ეს არის მწარე გაკვეთილი. რაოდენ გამაოგნებელია, რომ ასეთი მემკვიდრეობის დამატოვებელი ხელისუფლება, ანუ ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო, ხელმძღვანელი – ბელადი ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, ეს არის მშვიდობა სტაბილურობა და თავისუფლება ჩვენი მოქალაქეების. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომის შედეგაც ჩვენი 300 000 მოქალაქე გახდა დევნილი. სულ რაღაც 10 წლის წინ, ყოფილმა ხელისუფლებამ 300 000 ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა, როცა ჩვენ ვდგებით არჩევანის წინაშე ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რასთან გვაქვს საქმე. მე მჯერა რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, აბსოლუტურად საღად უყურებს და პასუხისმგებლობით ამ არჩევნებს. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ღრმად დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს პარტიას, დღეს ქვეყანაში არ ჰყავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკუთარი მმართველობისას დაშვებული შეცდომების დანახვის უნარი და ასევე, მისი გამოსწორების შესაძლებლობაც, რითიც იგი წინა ხელისუფლებისგან გამოირჩევა.
„მთავარი გამოწვევა ეს არის ჩვენი ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე, რომელიც ჩვენს ხელმძღვანელობას არ მოუტანია. ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალა ყოველთვის აპელირებს, რომ 2012 წლის შემდეგ ერთიანად დაინგრა ყველაფერი. ეს არის ის ნარატივი და ტყუილი, რომელსაც ჩვენი დესტურქციული ოპონენტები ავრცელებენ. 30 წლის განმავლობაში, მოდით ვაღიაროთ ჩვენ თვითონ, ჩვენი ხელებით ვანგრევდით ჩვენს ეკონომიკას“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საგარეჯოში მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.