დავით სონღულაშვილი: ჩემთვის პატივია ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში და ვიზრუნო მათი ინტერესების დასაცავად
„ქართულმა ოცნებამ„ საგარეჯოში მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, პანდემიის გლობალურობიდან გამოდინარე, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, გამოწვევებიც გაზრდილია, თუმცა მმართველი გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ დაბრკოლებების გადალახვა სირთულეს არ წარმოადგენს.
„ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში, და ვიზრუნო მათი ინტერესების დასაცავად, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში. რთულ პერიოდში მოგვიწევს საქმიანობა, პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, გამოწვევებიც ერთი ორად ამწვავებს ეკონომიკურ-სოციალურ ფონს. სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვის რესურსი აქვს. როცა ზრუნვა ადამიანზე არის უპირველესი ღირებულება, როცა მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მთავარი ორიენტირია“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იმ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ამ დროისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დგას.
„ერთ- ერთ მწვავე პრობლემა, რომელიც საგარეჯოში დგას, ეს არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდგომი 4 წლის განმავლობაში. აგრეთვე, დღევანდელმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ გამოწვევად დაგვიახა წინ, ინტერნეტიზაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის დისტანციური განათლება”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.