დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან, ერთი გორის ჰოსპიტალის ექთანია
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან, ერთი გორის ჰოსპიტალის ექთანია. ახალი შემთხვევა ინფიცირებული ექიმ – ჰემატოლოგის კონტაქტია, რომელიც ასევე გირის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორში „კოვიდ-19“-ით სამი მედპერსონალის ინფიცირება დადასტურდა. მათგან ორი გორის სამხედრო ჰოსპიტალის, ერთი კი სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ ექთანია.