წაღებულია სოსისი, ყავა და ღვინო – ბათუმში მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სოსისი, ყავა, ღვინო და 150 ლარი.
საქმის შესასწავლად ამოღებულია მაღაზიასთან ახლომდებარე ვიდეოთვალის ჩანაწერები. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები