“აჭარა ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მულტიინდიკატორული კვლევა ჩატარდა და დასავლეთ საქართველოში ბავშვებში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი გამოიკვეთა. როგორც მან აღნიშნა, ტყვია არის მძიმე მეტალი და მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. მისივე თქმით, ამ მხრივ აჭარის რეგიონი გამოირჩევა.
“მულტიინდიკატორული კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა რომ სამწუხაროდ გვაქვს პრობლემასთან საქმე, – დასავლეთ საქართველოში ტყვიის გავრცელებასთან დაკავშირებით – ბავშვებში განსაკუთრებით… ტყვია არის მძიმე მეტალი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მომატება გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა აჭარის რეგიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურიაში ასევე იმერეთში. დაიწყო სწრაფი რეაგირება და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება. სახელმწიფო პროგრამა მოიცავდა პირველ ეტაპზე, ოჯახებში შესაბამის კვლევებს, შემდეგ 2020 -ში გაფართოვდება კვლევის მასშტაბები. “იუნისეფმა” გვაჩუქა 4 აპარატი, რომლის საშუალებითაც შეიძლება სხვადასხვა ნივთიერებებში ტყვიის კვლევა. აქედან ერთს გადავცემ აჭარის დეპარტამენტს და აჭარაშიც იქნება საშუალება ამ კვლევების ჩატარების, ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთდ ტარდება ტყვიის ცნობიერების ამაღლება. კიდევ რა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ მუშაობა, რადგან პრობლემა აღმოვფხვრათ მას ჭირდება 3 წელი მაინც თუმცა სტრატეგია შემუშავებულია ტყვიასთან ბრძოლის,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბავშვებში ტყვიის შემადგენლობის შემცირება, დღეს არსებული მდგომარეობა და სახელმწიფო სტრატეგია,- ამ თემაზე ბათუმში კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეები ტყვიის წყაროებსა და გზების დადგენაზე, ასევე სერაფ რეაგირებაზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები