ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ მოსახლეობას, ვინც ნამყოფია სვანეთში, მიმართონ შესაბამის დაწესებულებას

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, სვანეთსა და ყაზბეგში ინტენსიური ტესტირებები მიმდინარეობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდნენ.
,,ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ძალიან ინტენსიური გამოკვლევევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, 2 ათას 800-მდე ნიმუშია აღებული მესტიაში, დაახლოებით, 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ძირითადად, ინფექცია ლოკალიზებულია. სასაიმოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში იგრძნეს საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600-მდე ადამიანმა მიმართა შესაბამის დაწესებულებას, აქედან სამს ქონდა დადებითი პასუხი. მოვუწოდებთ მოსახლეობს, ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში, და დაეწყება სიპტომები აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112-ზე და ჩაიტარონ კველვა. ასევე, თუ არ აქვთ სიპტომები, მაგრამ გაქვთ ინტერესეი შეუძლიათ მივიდნენ და ჩაიტრონ პისიარ კვლევა”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები